16:59 - 07 Jul, 2026
|
2024-05-15 10:42:16, 560 ნახვა
პოლიტიკა
ჰანკე ბრუინს სლოტი - კანონის მიღება საქართველოს პარტნიორების რჩევის საწინააღმდეგოდ, ქვეყანას ევროკავშირს კიდევ უფრო აშორებს
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანკე ბრუინს სლოტი საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც მინისტრი წერს, კანონის მიღება, პარტნიორების რჩევის საწინააღმდეგოდ, ქვეყანას ევროკავშირს აშორებს. „საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება საქართველოს პარტნიორების რჩევის საწინააღმდეგოდ, ძალიან სამწუხაროა. ეს ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნავს მინისტრი. შეგახსენებთ, 14 მაისს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გმჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)