16:58 - 07 Jul, 2026
|
2024-05-14 19:06:45, 458 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - დღეს, საქართველოს პარლამენტმა ცივილიზებულ სამყაროსთან კავშირი გაწყვიტა
დღეს, საქართველოს პარლამენტმა ცივილიზებულ სამყაროსთან კავშირი გაწყვიტა, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, „საქართველოს გადარჩენა კვლავ ქართველი ხალხის ხელშია“. „2004 წელს ასლან აბაშიძემ ჩატეხა ხიდები დანარჩენ საქართველოსთან. მაშინ ქართველმა ხალხმა გადაარჩინა საქართველოს ერთიანობა. დღეს, საქართველოს პარლამენტმა გაწყვიტა კავშირი ცივილიზებულ სამყაროსთან, დღესაც საქართველოს გადარჩენა კვლავ ქართველი ხალხის ხელშია… ოლიგარქმა ქართველ ხალხს ომი გამოუცხადა. ხალხმა უნდა დაიცვას თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას სათითაოდ მიწვდებიან. წინ საქართველო!” - წერს სააკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)