|
2024-05-14 10:50:01, 391 ნახვა
პოლიტიკა
ბერბოკი - ქართველმა ხალხმა ანახა, რომ ევროპის გული სცემს არა მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბარბოკმა ინსტაგრამზე თბილისში აქციების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა და წერს: „შეიძლება გინახავთ ეს სიახლეებში. საქართველოში რამდენიმე კვირაა ათიათასობით ადამიანი აპროტესტებს მათი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას: სტუდენტები, მშობლები, ბებია-ბაბუა და შვილიშვილები. ისინი ყველა აპროტესტებენ მთავრობის მიერ დაფინანსებულ კანონმდებლობას, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობა, რომელთა ნაწილი ფინანსდება საზღვარგარეთიდან. კანონის უზენაესობა, დემოკრატიული სტანდარტები და მედიის თავისუფლება აუცილებელია ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ათიათასობით შეკრებილი ქართველი ხალხი კი აჩვენებს, რომ ევროპის გული ცემს არა მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის“. მისი თქმით, თბილისის ქუჩებში "დემოკრატიული, ენერგიული და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება" გამოდის. „საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა. და მთავრობამ უნდა მოისმინოს ეს ხმა“, - დასძინა მან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)