|
2024-05-11 13:12:09, 433 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩი - ეს კანონი უნდა იყოს გაწვეული და საერთოდ არ იყოს მიღებული
"მარტივი და საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, რომ ეს კანონი იყოს გაწვეული და საერთოდ არ იყოს მიღებული", - ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირის დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების დროს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. "ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან და ყველა ადამიანთან ერთად, იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლა გვქონდეს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველა არსებული სირთულის მიუხედავად, რომელიც ახლა ნამდვილად არსებობს, ჩვენ მაინც მოვახერხებთ ნაბიჯების წინ გადადგმას. ეს არის მიზეზი, რის გამოც მსურს დღეს მოვერიდო ნეგატიურ საკითხებზე საუბარს. ვიმედოვნებ, მომავალ კვირებში მოიძებნება გზა, რომ გადაიჭრას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც, არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არ უნდა იქნას მიღებული, არ უნდა იქნას მიღებული მისი ამჟამინდელი ფორმით. და თუ მაინც ასე იქნება, ეს ძალიან სერიოზული დაბრკოლება გახდება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, რომ ეს კანონი გაწვეული იყოს და საერთოდ არ მიიღონ. ასეთი შესაძლებლობა არსებობს. ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიის მოსაზრებას. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს კანონი საერთოდ არ იქნება მიღებული, ან თუ მიიღებენ, მაშინ ეს იქნება სრულიად განსხვავებული კანონი, რომელსაც საფუძვლად ვენეციის კომისიის დასკვნა დაედება. მზად ვართ ვიმუშაოთ ყველასთან, რომ ამჟამინდელი სახით ეს კანონი არ იქნას მიღებული, რადგან ამჟამინდელი სახით ის არ შეიცავს არც ევროკავშირის ნორმებს და არც ევროკავშირის ღირებულებებს." - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)