|
2024-05-09 19:08:47, 482 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციის ერთობლივი განცხადება - ევროპის დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ტერორი მოუწყო
ევროპის დღეს " ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ტერორი მოუწყო საკუთარ ხალხს, - ამის შესახებ განცხადება ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა რუსთაველის თეატრის წინ გააკეთეს. პოლიტიკოსები საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ 11 მაისს ევროპის მარშს შეუერთდნენ და "უარი უთხრან რუსეთის გეგმებს საქართვლოში". "გუშინ "ქართულმა ოცნებამ" სწორედ ევროპის დღის საწინააღმდეგო მოქმედებები განახორციელა. მან გამოუცხადა ტერორი საკუთარ მოქალაქეებს. გუშინ მან ცალსახად აჩვენა საზოგადოებას, რომ მას არ შეუძლია განსხვავებულ ადამიანებთან, განსხვავებულ პოლიტიკური ხედვის ადამიანებთან თანაარსებობა. უფრო მეტიც, ის გადასულია ტერორსა და ძალადობაზე და ჩვენ დღეს დავინახეთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი აბსოლუტურად ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას და დაკავებულია პოლიტიკური შურისძიებით იმიტომ რომ იოლად ახერხებს აქციაზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეების იდენტიფიცირებას, მაგრამ ვერ ახდენს იმ მოძალადეების იდენტიფიცირებას, რომლებიც პოლიტიკური პარტიების, აქციების მონაწილეების დევნას და ცემას ახდენენ ამ ქვეყანაში. ამიტომ, ჩვენ არ დავთმობთ ერთ ნაბიჯზეც ევროპულ ღირებულებებს, ჩვენს ევროპულ მომავალს. ვიქნებით მტკიცედ და ერთიანად ევროპული ღირებულებების და საქართველოს დაცვის სადარაჯოზე", - განაცხადა თამარ კორძაიამ.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)