07:46 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-03 11:01:50, 492 ნახვა

საზოგადოება
აშშ-ის საელჩო - პატივისცემას ვუდასტურებთ ყველა ჟურნალისტს, რეპორტიორსა და მედიის მუშაკს, რომელიც მამაცურად აშუქებს სიმართლეს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საელჩო უზრუნველყოფს "იმ ადამიანების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვას, რომელთა საქმიანობაც ხელს უწყობს ინფორმაციისა და იდეების თავისუფალ და ღია მიმოქცევას“.

"პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ჩვენ ხაზს ვუსვამთ აშშ-ის მთავრობის ერთგულებას პრესის თავისუფლებისადმი და პატივისცემას ვუდასტურებთ ყველა ჟურნალისტს, რეპორტიორსა და მედიის მუშაკს, რომელიც მამაცურად აშუქებს სიმართლეს.

როგორც ჟურნალისტებისა და მედიის პროფესიონალების დიდი ხნის მხარდამჭერი საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, ჩვენ ვაგრძელებთ იმ ადამიანების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვას, რომელთა საქმიანობაც ხელს უწყობს ინფორმაციისა და იდეების თავისუფალ და ღია მიმოქცევას“, - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics