|
2024-05-02 01:32:31, 489 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილზე - რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი
რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, არ შეიძლება და უნდა ვთქვათ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ძალადობის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ მას [ლევან ხაბეიშვილს] არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი, თვითონ შევარდა პოლიციელთა ჯგუფში და იქ რა მოხდა, გამოძიებამ უნდა თქვას - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მონაწილეობით გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მისი თქმით, არ ამართლებს რაც ნახა, მაგრამ პოლიციელებიც ადამიანები არიან. „ხელისუფლებას აქვს მშვიდობის ყველანაირი რესურსი. მინიმალური დაზიანებით რაღაც გადაცდომები მართლა არის ხოლმე. დღეს პრემიერ მინისტრმაც გააკეთა განცხადება, მართლა ძალიან არ მომწონს პოლიტიკოსი, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, არ ვარგა ეს, არ შეიძლება და უნდა ვთქვათ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ძალადობის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია, მაგრამ ამასობაში ისიც უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ მას [ლევან ხაბეიშვილს] არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი, თვითონ შევარდა პოლიციელთა ჯგუფში და იქ რა მოხდა, გამოძიებამ უნდა თქვას. დღეს ვიღაცეებმა იკადრეს და კობა დავითაშვილს ადარებდნენ. კობა დავითაშვილს მიეპარენ, წაიყვანეს, სასტიკად სცემეს, როგორ შეიძლება ამის შედარება ერთმანეთთან? მაინც არ ვამართლებ რაც ვნახე, მის სახეს, მაგრამ აქეთ პოლიციელებიც ადამიანები არიან, ვაჟკაც ბიჭებს დედის სისხლს რომ აგინებენ, საშინელებაა, როგორი მოსათმენია? ჩვენ კიდე გამოგვიმუშავდა რკინის ნერვები, პოლიტიკოსები მე მგონი ადამიანებად აღარ ვიწოდებით, ნერვები აღარ გვაქვს, მაგრამ პოლიციელები არიან ადამიანები, როგორ გინდა ათასობით ადამიანიდან გააკონტროლო დედის გინებაზე და სახეში ფურთხებაზე? რთული ამბავია და შეიკავონ თავი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)