|
2024-05-01 12:10:37, 517 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - არ ვიცი, თვალიდან გამოვიხედავ თუ არა, მაგრამ მთავარია, ქვეყანამ გამოიხედოს თვალებიდან
მე ერთი რამ მინდა ვუთხრა ხელისუფლებას - თვალი, რომელიც ამ მდგომარეობაში მაქვს, არ ვიცი, აქედან გამოვიხედავ თუ არა, ან რამდენი პროცენტით გამოვიხედავ, მაგრამ მთავარია, ქვეყანამ გამოიხედოს თვალებიდან,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ხაბეიშვილი, რომელსაც წუხელ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ, მომხდარს "რუსულ ხელწერას" უწოდებს. "სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს ასეთ ფიზიკურ მდგომარეობაში ძალიან ბევრმა ბავშვმა და ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ და არა მარტო, გაიღვიძა; სამწუხარო რეალობაა, რომ ასე გამეტებით სცემეს ადამიანები. რა თქმა უნდა, რთული ღამე იყო ამ ახალგაზრდებისთვის, ამ ბავშვებისთვის, თუმცა სავარაუდოდ, უფრო რთული იყო მათთვის, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, რადგან მათ ესმით, რომ არანაირი პოლიტიკური და მორალური შინაარსი ამ ადამიანებს აღარ გააჩნიათ. ამიტომ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენ არ გავიღიმებთ იმიტომ, რომ კბილი გამოგვეცლება ან თვალს ვერ გავახელთ, ძალიან შემცდარა. გავიღიმებთ იმიტომ, რომ საქართველო გაიმარჯვებს. გაიმარჯვებენ ეს ახალგაზრდები, გაიმარჯვებს საქართველოს ევროპული მომავალი. მე ერთი რამ მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, თვალი, რომელიც ამ მდგომარეობაში მაქვს, არ ვიცი, აქედან გამოვიხედავ თუ არა, ან რამდენი პროცენტით გამოვიხედავ, მაგრამ მთავარია, ქვეყანამ გამოიხედოს თვალებიდან. ჩემს თვალზე კი არ არის, ძალიან ბევრი ახალგაზრდა გალახეს. ჩემი დაკავების დროს, პირდაპირ ეთერი ვერთვებოდი, როცა ახალგაზრდად ბავშვი მოიპარეს, ფაქტობრივად. არ ვიცი იმ ბავშვის ბედი და იმედია, კარგად არის. ეს არის რუსული ხელწერა",- განაცხადა ხაბეიშვილმა, რომელიც დღეს პარლამენტში სამედიცინო დაწესებულებიდან მივიდა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)