16:02 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 12:54:59, 410 ნახვა

პოლიტიკა
ევროკომისია: შენგენის ზონის გაუქმება დასავლეთის ქვეყნებს მილიარდობით დოლარით დააზარალებს

მიგრაციული კრიზისის გამწვავების ფონზე, ევროკომისია ევროკავშირს აფრთხილებს, რომ შენგენის ზონის გაუქმების შემთხვევაში დასავლეთის ქვეყნები მილიარდობით დოლარით დაზარალდებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია, ევროკომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაყრდნობით ავრცელებს.

დოკუმენტში, რომელიც ევროკომისიამ წარმოადგინა ნათქვამია, რომ შენგენის ზონის დაშლა მის წევრებს 18 მილიარდამდე ევრო დაუჯდება. გარდა ამისა, თუ სასაზღვრო კონტროლი დაწესდება, ევროკავშირის ქვეყნებს 7,1 მილიარდი ევროს გამოყოფა მოუწევთ.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ შენგენის ზონის გაუქმების შემთხვევაში დაზარალდება სატრანსპორტო და ლოგისტიკური დარგები, ასევე შრომის ბაზარი. ხოლო სავიზო რეჟიმის დაწესება ტურიზმის დარგს წელიწადში 10-დან 20 მილიარდამდე ევროთი დააზარალებს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საბერძნეთს, გააქტიუროს ძალისხმევა მიგაციული კრიზისის გადაწყვეტისა და საზღვრების დაცვის საკითხში.

როგორც ევროკომისიაში მიიჩნევენ, კრიზისის გამწვავებას საბერძნეთში მიგრანტთა მიღებისა და რეგისტრაციის ცენტრების ნაკლებობა ხელს უწყობს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საბერძნეთში ჩასული 800 000 მიგრანტიდან  მხოლოდ 16 000 მათგანის დეპორტაცია მოხდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics