13:39 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-18 21:47:21, 388 ნახვა

პოლიტიკა
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება

კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება, ვინაიდან ყველაფერი, რასაც საქართველოში რუსული ერქმევა იწვევს საზოგადო აღშფოთებას, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით BBC-სთან ინტერვიუში.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, შემთხვევითი არ არის, რომ ხელისუფლების ოპონენტები კანონპროექტს რუსულს უწოდებენ.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" დასავლური კურსი კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერითაც დასტურდება, ხოლო კანონპროექტი, რომელიც გამჭვირვალობას ითვალისწინებს, ამ კურსს ხელს ვერ შეუშლის.

"შემთხვევითი არ არის ის, რომ ჩვენი ოპონენტები ამ კანონპროექტს რუსულს უწოდებენ. არ არსებობს არანაირი მსგავსება რუსულ კანონსა და ქართულ კანონპროექტს შორის.

ჩვენმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა კონსტიტუცია და ჩაწერა ახალი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატო-ში. ჩვენი კურსი გაცხადებულად დასავლურია და პროექტი, რომელიც გამჭვირვალობას ითვალისწინებს ვერ შეუშლის ხელს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics