14:52 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-17 14:19:49, 300 ნახვა

პოლიტიკა
ბითაძე - ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს ჩემს ქვეყანას!

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ ,,ვარდების რევოლუციისკენ” მოუწოდოს ჩემ ქვეყანას!! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბითაძე სოციალურ ქსელში წერს. 

ბითაძე აღნიშნავს, რომ „ინტრიგანი“ პოლიტიკოსები, მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული საქმეებით იწერენ ქულებს და ცდილობენ, მოატყუონ ახალგაზრდები".

მისივე თქმით, „ეს პოლიტიკოსები რუსული საქმის მკეთებლები და ევროინტეგრაციის გზაზე ხელის შემშლელები არიან".  

„საქართველო ევროპაა; საქართველო სამშობლოა; რუსეთი ოკუპანტია; უცხო ქვეყანა უცხო ქვეყანაა. 

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ” მოუწოდოს ჩემს ქვეყანას!! ქართველმა „ინტრიგანმა” პოლიტიკოსებმა კი, ვინც ჩვენი გაკეთებული საქმეებით ქულებს იწერენ ისევ მოატყუონ ჩვენი ახალგაზრდები!!!

საბედნიეროდ ყველას ვერ მოატყუებთ, მართლა რუსული საქმის მკეთებლებო! ევროინტეგრაციის გზაზე ხელის შეშლის მეტს რომ არაფერს აკეთებთ“, - წერს მაია ბითაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics