16:00 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-10 18:10:57, 479 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისარ მიგელ არიას კანიეტეს შეხვდა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკომისარმა კლიმატისა და ენერგორესურსების საკითხებში მიგელ არიას კანიეტემ   საქართველოს ენერგოსექტორის განვითარებასა და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე ისაუბრეს დღეს გამართულ შეხვედრაზე.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს, როგორც ევროკავშირის სანდო პარტნიორის სურვილია, შექმნას რეგიონში ყველაზე მიმზიდველი ენერგეტიკული ბაზარი.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს განახლებადი ენერგიის წარმოებისკენ მიმართულ პროექტებს, რომელთა მიზანია, საქართველო, მწვანე ენერგიის წარმოების მხრივ, რეგიონული ლიდერი გახდეს. პრემიერმა ევროკომისარს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამჟამად 114 ასეთი პროექტი მიმდინარეობს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 6.4 მილიარდი დოლარია.

პრემიერ-მინისტრმა შეხვედრისას, ასევე ისაუბრა ქარის ელექტროსადგურის პირველი საპილოტე პროექტის შესახებ, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან ერთად შიდა ქართლში ახორციელებს და რომლის დასრულება 2016 წლის პირველ კვარტალში იგეგმება.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამხრეთის გაზის დერეფნისა და სამხრეთ კავკასიური მილსადენის მნიშვნელობაზე, რომელიც „შაჰდენიზის" პროექტის ნაწილია. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პროექტები ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას და სტაბილურობას უზრუნველყოფს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics