16:01 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-10 17:51:35, 463 ნახვა

პოლიტიკა
ციხისძირში საპროტესტო აქციის 4 მონაწილე - "პარტიზანი მებაღეებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დააკავეს

ციხისძირში საპროტესტო აქცია 4 პირის დაკავებით დასრულდა.

სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის" ერთი და "პარტიზანი მებაღეების" სამი წევრი დააკავეს. მათი დაკავება იმ დროს მოხდა, როცა აქციის წევრები კომპანია "ზიმოს" წარმომადგენლებს სამუშაოს გაგრძელების საშუალებას არ აძლევდნენ.

მომხდარი ინციდენტის მიუხედავად, აქციის წევრები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და ასწლოვანი ხეების მოჭრას მომავალაშიც შეეწინააღმდეგებიან.

როგორც შსს-ში ამბობეn, ოთხი პირის დაკავება აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო მოხდა, რაც სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლისთვის კანონიერ მოთხოვნაზე წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ “პარტიზანი მებაღეები” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობიდან ასწლოვანი ხეების გადარგვას აპროტესტებენ. მათ რამდენიმე დღის წინ კარვებიც გაშალეს და სადღეღამისო მორიგეობა დააწესეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics