14:33 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-09 09:27:06, 1272 ნახვა

სპეციალური ანონსი
„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ - დღეს მარში გაიმართება

"კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - ამ სახელწოდებით, დღეს, 9 აპრილს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება.

მარში, რომლის ორგანიზატორებიც სამოქალაქო ორგანიზაციები არიან, 18:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება.

"9 აპრილს, 18:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით, რუსული კანონის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება! შემოგვიერთდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის! ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი! ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი! კი ევროპას! არა რუსულ კანონს!"- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 

გუშინ, 8 აპრილს კანონპროექტი პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირდა.

გუშინვე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატებთან შეხვედრა გამართა და როგორც მისი ადმინისტრაცია იტყობინება, "ელჩებთან რუსული კანონის მოსალოდნელი შედეგები განიხილა".

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, უმაღლესი მთავარსარდალი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტოს დაადებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics