|
2024-04-08 10:57:46, 472 ნახვა
სამართალი
DRI - ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით საქმის სამართლიანად განხილვის უფლება ირღვევა
ლაზარე გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით ირღვევა საქმის სამართლიანად განხილვის უფლება,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI) ავრცელებს. როგორც DRI-ის განცხადებაშია აღნიშნული, გრიგორიადისის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოებას, სავარაუდოდ, პოლიტიკური ხასიათი აქვს. "დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს. დასკვნითი პროცესი, რომელიც 26 თებერვალს უნდა გამართულიყო, მოსამართლის შვებულებაში გასვლის გამო, 28 მარტისთვის გადაიდო. პროცესზე ლაზარე გრიგორიადისმა დისტანციურად ჩართვის შუამდგომლობა დააყენა, რასაც მოსამართლის უარი და პროცესის გადადება მოჰყვა. "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" მიიჩნევს, რომ ლაზარე გრიგორიადისის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოებას, სავარაუდოდ, პოლიტიკური ხასიათი აქვს. ამ მოსაზრებას ამყარებს ის გარემოება, რომ პროკურატურამ ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ 2021 წელს აღძრული საქმე (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობრივი ქმედების განხორციელება და სხვისი ნივთის დაზიანება) მაშინ „გააცოცხლა“, როდესაც მარტის აქციებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი პატიმრობის კანონმდებლობით განსაზღვრული ცხრათვიანი ვადა იწურებოდა. უფრო მეტიც, მიუხედავად ალტერნატიული სასჯელების არსებობისა, პროკურატურამ სასჯელის ყველაზე მკაცრი ზომა - თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. პროკურატურის მიერ ძველი საქმის "გაცოცხლება“ და სასამართლოს გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ლაზარე გრიგორიადისის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვას. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე "საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ აღნიშნა, რომ კონსტიტუცია დაუშვებლად მიიჩნევს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადით მანიპულირებას, აღნიშნული ვადის ხელოვნურად გაგრძელებას სხვადასხვა ფორმალურად კანონიერი მეთოდებითა და საფუძვლებით, რადგან პატიმრობის ვადის ხელოვნურად გაგრძელება წინააღმდეგობაში მოდის იმ სიკეთესთან, რის დაცვასაც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით განსაზღვრული საქმის სამართლიანად განხილვის უფლება ითვალისწინებ. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 31 მარტს ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ლაზარეს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) ედავება. აღნიშნული დანაშაულისთვის კოდექსი 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)