23:13 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-05 18:37:50, 455 ნახვა

პოლიტიკა
სახდეპი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე - ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი

ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს პარლამენტში გასული წლის „უცხოური აგენტების“ კანონპროექტზე დაფუძნებული კანონპროექტის წარდგენით, - ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მეთიუ მილერის განცხადებაში, რომელიც  დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი.

„კანონპროექტი წარმოადგენს საფრთხეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რომელთა მუშაობას სარგებელი მოაქვს საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და სოციალური მხარდაჭერა. ის ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და საქართველოს ევროპული გზიდან ჩამოცილების რისკს ქმნის. ჩვენ ეს შეშფოთებები ნათლად გამოვხატეთ საქართველოს მთავრობასთან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 3 აპრილს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში იმავე დღეს დააინიცირეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics