01:35 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-03 13:51:32, 484 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - „ქართული ოცნების“ სიტყვას აქვს ჩალის ფასი - ის არის რუსული რეჟიმი

ნუ დავთმობთ საქართველოს, ნუ დავუთმობთ „ქართულ ოცნებას". „ქართული ოცნების" სიტყვას აქვს ჩალის ფასი. იგი ასე იქცევა იმიტომ, რომ ის არის რუსული რეჟიმი და რუსეთი ყველგან და ყოველთვის იქცევა ასე,- ასე ეხმაურება პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენს.

როგორც გვარამიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, აზრი იმის შესახებ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ მიიღება, „ხაფანგია“.

„კანონი არ მიიღება დაჩქარებული წესით მხოლოდ იმის გამო, რომ ივნისში იგეგმება მისი მიღება ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, რომ არ იყოს პროტესტი და ხალხს არ ეცალოს პროტესტის გამოსახატავად“,- განაცხადა პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

გვარამიას თქმით, „ქართული ოცნება“ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოებრიობას და  „ბრძოლა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე".

ცნობისთვის, დღეს, 3 აპრილს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics