03:38 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-30 15:26:47, 846 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის ძალების მეთაურმა აშშ-დან დაბრუნებულ სამხედროებს წარმატება მიულოცა

აშშ-ის ჯორჯიის შტატში გამართულ „საუკეთესო მებრძოლის შეჯიბრში“ ქართველმა სამხედროებმა წარმატებით იასპარეზეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა შეჯიბრებიდან დაბრუნებულ სამხედროებს, უმცროს სერჟანტ პაატა საბიაშვილსა და კაპრალ-სპეციალისტ ირაკლი ნოზაძეს წარმატება მიულოცა და მხარდაჭერა აღუთქვა.

"ქართველი და ამერიკელი სამხედროები სროლებში, სრული აღჭურვილობით მარშ-ნახტომში, ფიზიკური ნორმატივის ჩაბარებაში, სამხედრო ტოპოგრაფიაში, საცეცხლე და სამედიცინო მომზადებაში, კავშირგაბმულობის კუთხით, ასევე წყალში მოქმედებაში შეეჯიბრნენ.

„საუკეთესო მებრძოლის შეჯიბრი“ საქართველოს თავდაცვის ძალების აშშ-ის ჯორჯიის შტატთან 30-წლიან თანამშრომლობას მიეძღვნა და მასში საქართველოს თავდაცვის ძალებისა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სამხედროებმა მიიღეს მონაწილეობა", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics