03:36 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-26 11:04:39, 841 ნახვა

პოლიტიკა
პესკოვი - საქართველოს და მოლდოვის გარდა, დსთ-ს თითქმის ყველა ქვეყანასთნ განვითარებული ურთიერთობები გვაქვს

დსთ-ს ქვეყნები ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია და თითქმის ყველა მათგანთან გვაქვს ძალიან განვითარებული ორმხრივი ურთიერთობები. სამწუხაროდ, ეს არ ეხება საქართველოს და მოლდოვას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან განაცხადა.

პესკოვი ამბობს, რომ რუსეთს ყველაზე კარგი ურთიერთობა ბელარუსთან აქვს.

პრესსპიკერმა სომხეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.

„ახლა საკმაოდ რთულ პერიოდს გავდივართ ჩვენს მეგობარ, მოძმე სომხეთთან. ეს კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ძმური, რადგან აქ კიდევ უფრო მეტი სომეხი ცხოვრობს, ვიდრე თავად სომხეთში. მაგრამ კავკასიის რეგიონი, სამწუხაროდ, იქცევს სხვადასხვა გარერეგიონული ძალების ყურადღებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ძალების მონაწილეობა ძალიან შეზღუდული უნდა იყოს, რადგან მათ არ ძალუძთ იქ სტაბილურობისა და კეთილდღეობის მოტანა. ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ ერევანში გაიმარჯვებს პოლიტიკური ნება, რომ გავაგრძელოთ ჩვენი ურთიერთობების განვითარება და ჩვენ წარმატებით გავივლით ამ რთულ პერიოდს“, - აღნიშნა პესკოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics