11:52 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-20 13:56:06, 422 ნახვა

საზოგადოება
გომელაურმა „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას შსს-ს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის ახლად შექმნილი დეპარტამენტის თანამშრომლებმა მუშაობა ამბროლაურში თანამედროვე ტიპის შენობაში დაიწყეს.  ასევე მინდა  გამოვყო,  აბასთუმანი, სადაც პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის შენობები არ იყო და მათი მშენებლობა 2023 წელს დასრულდა. აღნიშნული დეპარტამენტის თანამშრომლები საქმიანობას სრულიად ახალ, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილ შენობებში შეუდგნენ. ასევე ახალი შენობა აშენდა კასპშიც. საპოლიციო სერვისების გაუმჯობესების კუთხით საანგარიშო პერიოდში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ერთიანი მომსახურების ცენტრის ბათუმის ფილიალი გაიხსნა, სადაც მოქალაქეები 50-მდე სერვისს ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებენ. მნიშვნელოვანია, რომ სრულად გარემონტდა და ახალი ინფრასტრუქტურით აღიჭურვა აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შენობა.  2023 წელს გაგრძელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოპარკის განახლება და სამინისტროს მიერ 400 - მდე სხვადასხვა ტიპის ახალი ავტომანქანა იქნა შეძენილი. აღნიშნული ავტომანქანებით სარგებლობენ ჩვენი თანამშრომლები სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics