14:47 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-14 09:28:57, 998 ნახვა

საზოგადოება
მერია - სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების გამო, საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობა დროებით სასტუმროებში დაბინავდა

თბილისში, დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩის #2-ში მომხდარი აფეთქების გამო, საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობა დროებით სასტუმროებში დაბინავდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე 93 ოჯახი ცხოვრობს, დაზარალებული მოსახლეობის სასტუმროებში დაბინავება კი, დიდუბის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო.

"დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩის #2-ში, გამთენიისას, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა. 

აღნიშნულ მისამართზე 93 ოჯახი ცხოვრობს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

დაზარალებული მოსახლეობა შენობიდან დროულად გამოიყვანეს. მათი სასტუმროებში დაბინავება დიდუბის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო.

კორპუსის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, ცნობილი გახდება, ადგილობრივი მოსახლეობა საცხოვრებლად აღნიშნულ კორპუსს დაუბრუნდება, თუ კორპუსის გამაგრებამდე დროებით ქირით გადაიყვანენ.

პირველივე წუთებიდან, ადგილზე მობილიზებულები არიან როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და შესაბამისი უწყებების თანამშრომლები, ისე დედაქალაქის მერიისა და დიდუბის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics