09:52 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-08 12:46:34, 872 ნახვა

პოლიტიკა
დავითულიანი - უნდა ვიზრუნოთ, ყველას უფლება იყოს დაცული ამ ქვეყანაში და ეს პროექტი, რომელიც დამუშავდება, უფლებრივად არავის ღირსებას და უფლებებს არ უნდა ლახავდეს

პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ყველას უფლება იყოს დაცული ამ ქვეყანაში და ეს უფლებრივად არავის ღირსებას და უფლებებს არ უნდა ლახავდეს ეს პროექტი, რომელიც დამუშავდება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„როდესაც ამ [ლგბტ პროპაგანდის] თემას ვეხებით, ძალიან სწორი გზავნილები უნდა გავაჟღეროთ და მეორეს მხრივ, ზუსტად უნდა დამუშავდეს კანონმდებლობა, რომელზეც უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა, დაახლოებით, ერთი კვირის წინ იმიტომ, რომ კონსტიტუციით ამ ქვეყანაში ყველას გარანტირებული აქვს თავისი იდენტობის თავისუფლება“,- აღნიშნა დავითულიანმა.

კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ" კანონპროექტის შემუშავებაში, დავითულიანი აღნიშნავს, რომ „დიდი იმედი არ აქვს, თუმცა სასურველია ყველა ჩაერთოს".

„სასურველია ყველა ჩაერთოს ამ კანონპროექტის შემუშავებაში. შემუშავდეს იმ ტიპის კანონპროექტი, რომელიც ერთის მხრივ, ყველა ჩვენი მოქალაქის თავისუფლებას და უფლებებს დაიცავს მიუხედავად მათი იდენტობისა და მეორეს მხრივ, დავიცვათ მომავალი თაობები იმისგან, რასაც სამწუხაროდ ბოლო პერიოდში სხვადასხვა ქვეყნებში ტენდენციას ვხედავთ. აქ უნდა გავიაროთ ზღვარზე. ეს არის და ეს. რაც შეეხება ოპოზიციის ჩართულობას- შეთავაზებულია, ვისურვებდი ვისაც ამ თემებზე მუშაობის გამოცდილება აქვს ჩაერთონ, თუმცა დიდი იმედი არ მაქვს“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics