22:27 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-04 17:17:52, 868 ნახვა

მსოფლიო
ბერბოკი - ვერ დავუშვებთ, რომ ევროპაში „რუხი ზონები“ კვლავ არსებობდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები მტკიცე მხარდაჭერას იმსახურებენ.

როგორც ბერბოკი ამბობს, ევროპაში "რუხი ზონები" აღარ უნდა არსებობდეს.

"ვერ დავუშვებთ, რომ ევროპაში "რუხი ზონები" კვლავ არსებობდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რათა ჩავკეტოთ ფლანგები, რომელთა გამოყენებაც რუსეთს საკუთარი დესტაბილიზაციური, დეზინფორმაციული და შეღწევის პოლიტიკისთვის შეუძლია.

რუსეთის სასტიკი იმპერიალიზმის წინაშე, გეოპოლიტიკურ აუცილებლობად იქცა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დასავლეთ ბალკანეთის ექვსი სახელმწიფოს მხარდასაჭერად. ამასთან, ევროკავშირსაც აქვს საერთო ამოცანა, მოვემზადოთ მომავლისთვის, ვიდრე ევროპულ მაგიდას ახალ სკამებს ვამატებთ",- განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics