|
2024-02-29 21:01:21, 598 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ზურაბიშვილზე - რა იყო ის, რაც არ უკადრია დღემდე? ეს იყო პატრიარქის მიმართ მძიმე შეურაცხყოფა, თავდასხმა ეკლესიაზე, პატრიარქზე და დღეს ესეც მოახერხა
რა იყო ის, რაც ქალბატონ სალომეს არ უკადრია დღემდე? ერთადერთი, ეს იყო პატრიარქის მიმართ მძიმე შეურაცხყოფა, თავდასხმა ეკლესიაზე, პატრიარქზე და დღეს ესეც მოახერხა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, სალომე ზურაბიშვილის მიერ ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში პატრიარქსა და ეკლესიაზე გაკეთებული განცხადების შეფასებისას განაცხადა. მდინარაძის თქმით, ზურაბიშვილი პატრიარქს დაესხა თავს და ცოცხალი ადამიანის შემცვლელზე, მის სისუსტეზე ალაპარაკდა. მისივე განცხადებით, პატრიარქზე თავდასხმა ოპოზიციის ყველაზე რადიკალური ნაწილიდანაც კი რამდენიმე ადამიანმა იკადრა და ზურაბიშვილიც მათ რიცხვს შეუერთდა. "არ ვიცი, მას[სალომე ზურაბიშვილს] შეეცვალა საერთოდ აზროვნება, მართლა ასე ფიქრობს თუ ვიღაც ავალებს - ეს ვიღაც, "ნაცმოძრაობა" ან მისი პატრონი. მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ფაქტი სახეზე გვაქვს, რომ ქალბატონმა სალომემ ესეც მოახერხა: პატრიარქს დაესხა თავს და ცოცხალ ადამიანზე, რომელმაც ძალიან დიდი ხანი უნდა იცოცხლოს კიდევ და ჯანმრთელობა უნდა ვუსურვოთ, ლაპარაკობს მის შემცვლელზე, მის სისუსტეზე და რაღაც მინიშნების კონტექსტში პროევროპულ და რუსულ განსხვავებებზე მართვისა საპატრიარქოში. სად დადგა ეს დღის წესრიგში? რა პროევროპული მართვა, რაიმე შეამჩნია ისეთი, რომ იყო მართვა სადაც რუსული ელემენტები იკითხებოდა და ამას პატრიარქს აბრალებს თუ რა ხდება? მე მგონია, რომ რბილი ნათქვამიც კია სიბინძურე, თუ ამ კომენტარზე ამ სიტყვას გამოვიყენებთ, იმიტომ, რომ აქამდე მას ეს არ უკადრია და იკადრა ის, რაც ყველაზე რადიკალური ოპოზიციის მხოლოდ ნაწილმა - რამდენიმე ადამიანმა იკადრა და ეს არის პატრიარქზე თავდასხმა." - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში სტუმრობისას საქართველოს ეკლესიაზე საუბრისას განაცხადა: “ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა. დარწმუნებული ვარ, ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის".
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)