|
2024-02-29 16:08:07, 683 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე - ზურაბიშვილს სჭირდება გარკვეული პლაცდარმი, რათა სააკაშვილის გასათავისუფლებლად რამე არგუმენტი ჰქონდეს
ინიციატივები, რომელიც მოდის სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რეალურად არის გარკვეული პლაცდარმის შექმნა ზურაბიშვილისთვის, რათა მან მიიღოს გადაწყვეტილება მის შეწყალებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. სარჯველაძის თქმით, საზოგადოებაში გაჩნდება კითხვა, თუ რატომ შეიწყალა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „არა ისინი, ვინც გაცილებით უფრო მსუბუქი დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს". „არ შეიძლება, საქართველოში დღეს ვინმეს უთხრათ, რომ ევროპელობა ნიშნავს იმას, რომ დანაშაულის ჩამდენი სააკაშვილი არ აგებდეს პასუხს, მას ჰქონდეს პრივილეგია, გარკვეული ჯავშანი და არ იყოს პასუხისმგებელი ჩადენილი მძიმე, დადასტურებული, მათ შორის, კორუფციული დანაშაულებისთვის. გირგვლიანის საქმეზე ისაუბრა სტრასბურგის სასამართლომ და აქაც ეჭვი არ არსებობს, ვის მიერაა ჩადენილი დანაშაული. გამიხარდება თუ მეშლება, მაგრამ პრეზიდენტს უბრალოდ სჭირდება გარკვეული პლაცდარმი, გარკვეული შემზადება იმისთვის, რომ მას ჰქონდეს რამე არგუმენტი, რადგან საქართველოში უბრალოდ ვერ გაყიდის იდეას, რომ სააკაშვილის შეწყალება აუცილებელია საქართველოს ევროპული მომავლისთვის. შეიძლება, ვინმე დააჯეროთ სხვაგან, ვინც არ იცის ეს ადამიანი რას აკეთებდა საქართველოში, როგორია განწყობები ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ საქართველოში ეს ვერ გაიყიდება. ამიტომ, ბუნებრივია, საჭირო არის რაღაც ახალი ფაქტორები. მე მეშინია იმის, რომ ამან შეიძლება საქართველოს მოსახლეობაში გააჩინოს ნიჰილიზმი, ფრუსტრაცია, ნეგატიური დამოკიდებულება, რადგან არ მგონია, საქართველოში ვინმეს არ შეეძლოს კითხვის დასმა, რატომ უნდა ასოცირდებოდეს „კასტილიანი" კაცის მფარველი პრეზიდენტი პროევროპულ ღირებულებებთან", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)