12:32 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-29 13:35:04, 580 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ხელისუფლების ცვლილებას არაკანონიერი გზით ვერავინ მოახდენს, არჩევნებში ჩარევას ვერცერთი ქვეყანა შეძლებს

საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის და არეულობის მცდელობის შესაძლებლობა არავის მიეცემა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

მან კომენტარი სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ გააკეთა, სადაც პრეზიდენტმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის პროპაგანდასა და შესაძლო ჩარევებზე ისაუბრა. 

თბილისის მერის თქმით, არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება და ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს არეულობის შემოტანას. 

„არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, როგორც ეს წინა წლების განმავლობაში ხდებოდა. არც რუსეთს, არც ამერიკას, არც ევროპას, არცერთ ქვეყანას არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიოს და არეულობის მცდელობა ჰქონდეს. სხვათაშორის, ამის მაგალითი გვქონდა 2020 წლის არჩევნებზე. კონკრეტულად გვახსოვს ISFED (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება) პარალელურ დათვლებს აყალბებდა. თუ გავყვებით ამ ამბავს, ვნახავთ საიდან ფინანსდებოდნენ, ვინ იდგა ამის უკან და ა.შ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არჩევნებზე დაძაბულობის შემოტანის შესაძლებლობა არავის მიეცემა.  ხელისუფლების ცვლილებას არაკანონიერი გზით ვერავინ მოახდენს. ხელისუფლებების ცვლილებები უნდა მოხდეს მხოლოდ არჩევნებით და ხალხის გადაწყვეტილებით“,- აღნიშნა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics