22:29 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-27 17:03:35, 799 ნახვა

საზოგადოება
„საუბრები გელა ჩარკვიანზე“ „თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციურ სივრცეში

„თიბისი კონცეპტი“ და გამომცემლობა „ინტელექტი“, 1 მარტს 19:00 საათზე, გეპატიჟებათ გელა ჩარკვიანის 85 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „საუბრები გელა ჩარკვიანზე“.

„თიბისი კონცეპტი“ გელა ჩარკვიანისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მუდმივი პარტნიორია, „ინტელექტი“ კი მისი წიგნების ერთგული გამომცემელი.

ღონისძიება პანელური დისკუსიით წარიმართება. დისკუსიის მონაწილეები ისაუბრებენ გელა ჩარკვიანის შემოქმედებაზე, მის პიროვნებაზე, პროფესიულ საქმიანობასა და ოჯახზე.

დისკუსიის მონაწილეები იქნებიან:~

  • გიორგი ბადრიძე - დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს საქართველოს ყოფილი ელჩი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდის უფროსი მკვლევარი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;
  • გიორგი კეკელიძე - „ბიბლუსის“ კრეატიული დირექტორი;
  • ნარგიზა გარდაფხაძე - რეჟისორი, გელა ჩარკვიანის ბავშვობის მეგობარი;
  • ნანა აკობიძე - პოეტი;
  • გვანცა ჯობავა - გამომცემლობა „ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი;
  • დისკუსიის მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია - მწერალი, გამომცემელი.

ღონისძიებაზე მოსული სტუმრები სპეციალურ ფასად შეძლებენ გელა ჩარკვიანის წიგნების შეძენას.

დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია. ღონისძიებაზე დასასწრებად, შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ შემდეგ ბმულზე: https://www.conceptevents.ge/.

მისამართი: „თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics