14:09 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-26 11:37:21, 687 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ამ ორი წლის მანძილზე ჩვენც გადავიტანეთ ერთგვარი ომი - ომი რადიკალური ოპოზიციის წინააღმდეგ

24 თებერვალს 2 წელი გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან. კიდევ ერთხელ ვუცხადებ სოლიდარობას ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიისა და უდიდესი უსამართლობის მსხვერპლად იქცა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კობახიძემ უკრაინას  მშვიდობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უსურვა.

"დაიღუპა ძალიან ბევრი უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი, მათ შორის ასობით ბავშვი. დევნილად ან ლტოლვილად იქცა 10 მილიონზე მეტი უკრაინელი, რომელთა უდიდესი უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. განადგურდა უკრაინის ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, დღეს ოკუპაციის ქვეშაა ორნახევარჯერ მეტი ტერიტორია, ვიდრე რუსეთს ომის დაწყებამდე ჰქონდა ოკუპირებული. ეს ყველაფერი შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია მშვიდობის ფასი.

ამ ორი წლის მანძილზე ჩვენც გადავიტანეთ ერთგვარი ომი. ეს იყო ომი რადიკალური ოპოზიციის და მისი მეგობრების წინააღმდეგ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის. მადლობა ღმერთს, ამ ურთულეს ომში გაიმარჯვა სახელმწიფომ, გაიმარჯვა ხელისუფლებამ და ჩვენს ქვეყანას დღეს აქვს მშვიდობა, რომელიც საფუძველს ქმნის ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისთვის, შემდგომი განვითარებისთვის.

ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს კიდევ ერთხელ ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას",- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics