14:08 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-25 12:31:28, 936 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო - აღგვაფრთოვანებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული - შეერთებული შტატები თქვენ გვერდითაა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საბჭოთა ოკუპაციის დღეს ეხმაურება.

საელჩო ოკუპაციის 103-წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

"ამ ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ მათ, ვინც საბჭოთა ოკუპაციას შეეწირა. 

აღგვაფრთოვანებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული. 

საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე შეერთებული შტატები თქვენ გვერდითაა",- აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა - წელს ამ თარიღიდან 103 წელი გავიდა. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად გამოცხადდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics