15:25 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-22 15:33:20, 884 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი ოპოზიციას - იცით, ბილეთი როგორ აიღოთ და ჩახვიდეთ იქ, სადაც შეგიძლიათ, გმირობა დაადასტუროთ - ხალხის ხარჯზე გმირობას თავი დაანებეთ

ვინც ითხოვდით ისეთ ქმედებებს, რომლებიც გააჩენდა ცხელ ომში ჩართულობის და ეკონომიკური კოლაფსის რისკს, იცით, ბილეთი როგორ აიღოთ, როგორ ჩახვიდეთ იქ, სადაც შეგიძლიათ, თქვენი გმირობა დაადასტუროთ, ხალხის ხარჯზე გმირობას თავი დაანებეთ, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.

პაპუაშვილის განცხადებით, ხალხისა და ქვეყნის გაწირვის უფლება არავის აქვს.

„აქ საკითხი განიხილება ხოლმე გაბედულობა-არგაბედულობის, გარისკვა-არ გარისკვის, თავგანწირვის კონტექსტში. თავგანწირვა არის ინდივიდუალური აქტი, ნებისმიერ თქვენგანს შეგიძლიათ, იყოთ თავგანწირული. არის ჩვენი კოლეგა, რომელმაც თქვა, უნდა წავიდე ომშიო. თავგანწირვა? კი ბატონო, პირადი სახელით. ქვეყნისა და ხალხის გაწირვის უფლება არავის არ გვაქვს. არავის არ გვაქვს უფლება, რომ გავწიროთ და ხალხის სახელით ვიყოთ თავგანწირული ქვეყანა. ამიტომ, ვინც ითხოვდით ისეთ ქმედებებს, რომლებიც პირდაპირ ჩაგვრთავდა, გააჩენდა რისკს ცხელ ომში ჩართულობისა და ამ ქვეყნის ეკონომიკური კოლაფსისა, იცით აეროპორტი, იცით, ბილეთი როგორ აიღოთ. თუ გინდათ თავგანწირვა, იცით, როგორ ჩახვიდეთ იქ, სადაც შეგიძლიათ, თქვენი გმირობა დაადასტუროთ. ხალხის ხარჯზე გმირობას თავი დაანებეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics