17:49 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-21 11:42:32, 676 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - თქვენ წინაშე ზის ადამიანი, რომელიც იყო ანტიკორუფციული მოძრაობის სიმბოლო და ასამართლებთ - სინდისი ხომ კარგი საქონელია?!

თქვენ წინაშე ზის ადამიანი, რომელიც იყო მსოფლიოში ანტიკორუფციული მოძრაობის სიმბოლო და არის და ამას ასამართლებთ - სინდისი ხომ კარგი საქონელია?! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

ექსპრეზიდენტის თქმით, მისი გასამართლება მსოფლიოს დაცინვაა.

"საქართველო იყო მსოფლიოში ნომერ პირველი რეფორმატორი, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლაში და ამ ყველაფრის შემდეგ, თქვენ გინდათ, რომ მე დამაპატიმროთ, კიდევ მომისაჯოთ გაფლანგვასა და კორუფციაზე?! სინდისი ხომ კარგი საქონელია?! თქვენ წინაშე ზის ადამიანი, რომელიც იყო მსოფლიოში ანტიკორუფციული მოძრაობის სიმბოლო და არის და ამას ასამართლებთ. ეს არ არის დაცინვა მარტო ჩემი, ეს არის დაცინვა ქართველი ხალხის და მთელი მსოფლიოსი, რომელმაც ამდენი წიგნი დაწერა, იშრომა, შეისწავლა ჩვენი გამოცდილება, აღფრთოვანდა, შთაგონების წყარო გახდა ჩვენი გამოციდლება",- განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics