2024-02-12 09:19:13, 1483 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 14 დრონი და ერთი საავიაციო რაკეტა გავანადგურეთ
უკრაინამ, 12 თებერვლის ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული 17 დრონიდან 14 გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს.
საჰაერო ძალების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან დაფიქსირდა.
"საჰაერო ძალების ძალისხმევით და საჰაერო თავდაცვასთან თავდაცვის ძალების თანამშრომლობით, განადგურდა Shahed-ის ტიპის 14 დრონი. საჰაერო შეტევის მოგერიებაში საზენიტო-სარაკეტო დანადგარები და მობილური სახანძრო ჯგუფები იყვნენ ჩართული.
გარდა ამისა, საჰაერო ძალების ძალისხმევით და საჰაერო თავდაცვასთან თავდაცვის ძალების თანამშრომლობით, განადგურდა ერთი X-59 ტიპის საავიაციო რაკეტა.
დრონები ხმელნიცკის, ვინიცის, კიროვოგრადის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ჩამოვაგდეთ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,