|
2024-02-08 10:45:42, 1095 ნახვა
ეკონომიკა
ბბ ლიზინგმა საქართველოს სალიზინგო კომპანიის ავტო ლიზინგის პორტფელი შეიძინა
საქართველოს სალიზინგო ბაზარზე პორტფელის გასხვისების საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. ბბ ლიზინგსა და საქართველოს სალიზინგო კომპანიას შორის შემდგარი შეთანხმების თანახმად, საქართველოს სალიზინგო კომპანიის მსუბუქი ავტომობილების ლიზინგის პორტფელი სამართავად გადაეცა ბბ ლიზინგს, შესაბამისად, პორტფელში არსებული მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებას ბბ ლიზინგი განაგრძობს. ბბ ლიზინგი, ბბ დაზღვევასთან ერთად, „ბაზისბანკის“ ჰოლდინგში შემავალი ქვეყნის ერთ-ერთი მოწინავე სალიზინგო კომპანიაა. ბბ ლიზინგი რამდენიმე წელია, აქტიურად ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ქმნის ღირებულ, მომხმარებელზე ორიენტირებულ ფინანსურ პროდუქტებს, მათ შორის: ავტო ლიზინგი, ავტო იმპორტის ლიზინგი, ძირითადი საშუალებების ლიზინგი, შეღავათიანი აგრო ლიზინგი, აწარმოე საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ბბ ლიზინგი მომხმარებელს მაქსიმალურად გამარტივებულ პირობებს სთავაზობს. მინიმალური პირველადი შენატანით, დაბალი საპროცენტო სარგებლით, უსწრაფესი მომსახურებითა და დაფინანსების გამართული სისტემის საშუალებით, კომპანია ბაზარზე ერთ-ერთ კონკურენტულ სალიზინგო კომპანიად პოზიციონირდება. აღნიშნულ გარიგებას ბბ ლიზინგი ახალ გამოწვევად იღებს და სამომავლო პრიორიტეტად ისახავს მომხმარებლებისთვის მეტად მრავალფეროვანი და ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას.
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)