10:01 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-01 12:56:33, 970 ნახვა

მსოფლიო
სომხეთი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურად შეუერთდა

სომხეთი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დღეიდან ოფიციალურად შეუერთდა. 

მედიის ცნობით, ამის შემდეგ ოფიციალური ერევანი ვალდებულია, დააპატიმროს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თუ ის მის ტერიტორიაზე ფეხს დადგამს. 

"ICC რომის სტატუტი ოფიციალურად შევიდა ძალაში სომხეთისთვის 1-ელ თებერვალს",- განუცხადა ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში, იეგიშე კირაკოსიანმა AFP-ს.

შეგახსენებთ, 2023 წლის 17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. პუტინთან ერთად, ასევე ორდერი გაიცა ბავშვთა უფლებების საკითხებში რუსეთის კომისრის, მარია ალექსეევნა ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების მიზნითაც.

ICC-ის მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერები ნიშნავს, რომ სასამართლოს წევრ ნებისმიერ ქვეყანას (123 სახელმწიფოს), რომლის ტერიტორიაზეც ფეხს დადგამენ პუტინი ან მარია ლვოვა-ბელოვა, მათი დაკავებისა და სასამართლოსთვის გადაცემის ვალდებულება აქვს.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინის ტერიტორიაზე ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება 2022 წლის მარტში დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics