10:01 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-31 16:50:35, 898 ნახვა

საზოგადოება
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში დასაქმების მსურველებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში დასაქმების მსურველ მოქალაქეებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, შეხვედრებზე, რომელშიც ასევე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ, მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე, კერძოდ მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილებისა და შესაბამისი კატეგორიების სპეციალისტების უფლება-მოვალეობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.

"მონიტორინგის სამსახურის მესამე, მეორე და პირველი კატეგორიების სპეციალისტების პოზიციებზე დასაქმების სურვილი 400-მდე მოქალაქემ გამოხატა. დასაქმების მსურველებს, შესაბამისი გასაუბრებისა და სტაჟირების გავლის შემდეგ, შესაძლებლობა ექნებათ ამ ეტაპზე 65 ვაკანსიაზე დასაქმდნენ, მათი ანაზღაურება კი კატეგორიების მიხედვით განისაზღვრება.

გარდა ამისა, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო უახლოეს მომავალში გეგმავს მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტებზე დამატებითი ვაკანსიები გამოაცხადოს.

დაინტერესებული პირები განაცხადის შევსებას და კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას კვლავ ვებგვერდზე - www.hr.gov.ge შეძლებენ. CV-ის და განაცხადის შეტანა ასევე, შესაძლებელი იქნება თბილისის მერიაში (მისამართი: ჟ. შარტავას ქ. N7).

მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების ფუნქციას წარმოადგენს თბილისში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების მოხდენა. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1 862 ლარს, მეორე კატეგორიის - 2 660 ლარს, ხოლო პირველი კატეგორიის - 3 325 ლარს",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics