11:07 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-30 09:26:18, 794 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი - იორდანიაში, ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, იორდანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. აღნიშნულის  შესახებ პენტაგონის პრესმდივნის მოადგილე საბრინა სინგმა განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა, რომ დაშავებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდის.

„ჩვენ ველოდებით, რომ ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან ჩვენი სამხედროები ტვინის ტრავმული დაზიანებებით მოგვიანებით გვაცნობებენ სიმპტომების შესახებ, ამიტომ, შესაძლოა, დაშავებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდის“, - განაცხადა სინგმა.

მისივე თქმით, აღნიშნული თავდასხმის უკან ირანი დგას.

„ჩვენ ვიცით, რომ ამის უკან ირანი დგას. ირანი აგრძელებს ამ ჯგუფების შეიარაღებას და აღჭურვას ამ თავდასხმების დასაწყებად.

მე არ მაქვს რამე გასაზიარებელი სადაზვერვო შეფასების თვალსაზრისით, ხელმძღვანელობდნენ თუ არა ირანის ლიდერები ამ თავდასხმას, მაგრამ რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჩვენ ვიცით, ამ ჯგუფებს მხარს უჭერს ირანი“, - დასძინა სინგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics