11:07 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-28 18:42:21, 678 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის მწვრთნელთა პროფესიული გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს ოთხმა ეროვნულმა ფედერაციამ: ა(ა)იპ „საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია“, ა(ა)იპ „საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია“, ა(ა)იპ „საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაცია“ და ა(ა)იპ „საქართველოს რაგბის კავშირი“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტულ ცენტრებში დასაქმებული მწვრთნელების და „მწვრთნელთა მხარადაჭერის“ პროგრამით მოსარგებლე მწვრთნელების პროფესიული გადამზადების პროგრამა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, კურსის დასრულების შემდგომ, 29 იანვარს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ გაიმართება პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება და მონაწილე მწვრთნელებს სერთიფიკატები გადაეცემათ.

"გადამზადების პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 200-მდე მწვრთნელმა. 

პროგრამა დაიწყო 2023 წლის ოქტომბერში და დასრულდა 2024 წლის იანვარში.

კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ტრენინგებს, სადაც მწვრთნელები შესაბამის სახეობებში თანამედროვე ტენდეციებს გაეცნენ. გადამზადება საერთაშორისო სპეციალისტებმა განახორციელეს.

კურსის დასრულების შემდგომ, 29 იანვარს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ გაიმართება პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება და მონაწილე მწვრთნელებს სერთიფიკატები გადაეცემათ. ღონისძიებას ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის  მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრებიან. 

მონაწილე მწვრთნელებს შესაბამის სერტიფიკატებს გადასცემს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა. 
მწვრთნელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ხელს შუწყობს შესაბამის სახეობებში დასაქმებულ მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც აუცილებელია ბენეფიციარებთან მუშაობის პროცესში. მწვრთნელები გაეცნენ იმ სიახლეებს, რაც  სპორტის შესაბამის სახეობებში პერიოდულად ინერგება",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics