12:19 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-26 16:04:12, 734 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროსთან რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების აქცია მიმდინარეობს

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ. 

სამედიცინო პერსონალი რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვტილებას აპროტესტებს.

"ამ ეტაპზე ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას არ ვაპირებთ. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა დღეისთვის არის რესპუბლიკურის ნგრევის გადაწყვეტილების შეჩერება ან გაუქმება. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩვენ ვიფიქრებთ მინისტრთან ან სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე. ანუ ჩვენი ძირითადი მოთხოვნა რჩება უცვლელი - გაუქმდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს, სრულიად უსაფუძველო, სამარცხვინო - მე ვიტყოდი, ნგრევის გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე, ჩვენ სხვა რამეზე საუბარი არ გვაქვს",- განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენელმა, მაია სულაქველიძემ "TV პირველთან" საუბრისას.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ​რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი საავადმყოფო აშენდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics