16:05 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-18 20:13:53, 937 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტის რეზოლუცია - უნგრეთის მთავრობა ევროკავშირის ღირებულებებს, ინსტიტუტებსა და ფონდებს საფრთხეს უქმნის

უნგრეთის მთავრობა საფრთხეს უქმნის ევროკავშირის ღირებულებებს, ინსტიტუტებსა და ფონდებს,- ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

შესაბამის დოკუმენტს 345-მა ევროპარლამენტარმა მისცა ხმა, 104 წინააღმდეგი იყო, 29-მ კი თავი შეიკავა.

ამასთან, ევროპარლამენტი წუხილს გამოთქვამს ევროკომისიის გადაწყვეტილების გამო, რომელმაც განბლოკა უნგრეთისთვის გაყინული ფონდებიდან 10,2 მილიარდი ევრო იმის მიუხედავად, რომ უნგრეთს არ ჰქონდა შესრულებული სასამართლოს დამოუკიდებლობის რეფორმა.

"ევროპარლამენტი გმობს უნგრეთის მთავრობის მიზანმიმართულ, მუდმივ და სისტემატურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების ძირის გამოთხრისკენ", - ნათქვამია რეზოლუციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics