11:15 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-17 17:14:01, 1176 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 2023 წლის ცხრა თვეში დასავლურმა კომპანიებმა რუსეთს 2,9 მილიარდი დოლარის კომპონენტები მიაწოდეს

2023 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში, დასავლურმა კომპანიებმა რუსეთში 2,9 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტები მიაწოდეს, - ნათქვამია ერმაკ-მაკფოლის ჯგუფის ახალ ანგარიშში, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შედგენაზე მუშაობს.

ანგარიშში, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, ნათქვამია, რომ უკრაინის მიერ განადგურებული ან ხელში ჩაგდებული რუსული იარაღის ნიმუშებში აღმოჩენილია 250-ზე მეტი დასავლური კომპანიის მიერ წარმოებული კომპონენტები. 

„რუსეთის იარაღის წარმოების შესაძლებლობის შეზღუდვა არის საკვანძო. სწორედ ეს მიმაჩნია ნომერ პირველ პრიორიტეტად სასანქციო პოლიტიკისთვის. ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ჩვენი ჯგუფის ექსპერტები მიუთითებენ ეფექტიანობის გაძლიერების ბევრ გზაზე. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, - განაცხადა „ფრიმან სპოგლის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის“ დირექტორმა, მაიკლ მაკფოლმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics