17:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-13 15:48:27, 894 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო სასულიერო პირებს - თუ აქციამ დესტრუქციული სახე მიიღო, მონაწილეობა არ მიიღოთ

ცნობილი ხდება, რომ პარლამენტის შენობის წინ დღეს დაგეგმილი აქცია შესაძლოა, გადაიზარდოს პოლიტიკური ან დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტთან აქცია პოლიტიკურ ან დესტრუქციულ ხასიათს შეიძენს, საპატრიარქო მოუწოდებს სასულიერო პირებს არ მიიღონ აღნიშნულ ქმედებებში მონაწილეობა.

"ცნობილი ხდება, რომ პარლამენტის შენობის წინ დღეს დაგეგმილი აქცია შესაძლოა, გადაიზარდოს პოლიტიკური ან დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში. 

სასულიერო პირებს საპატრიარქო მოუწოდებს, იმ შემთხვევაში თუ აქციამ მსგავსი სახე მიიღო, არ მიიღონ აღნიშნულ ქმედებებში მონაწილეობა", - წერია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის შენობის წინ, ძალადობრივი დაჯგუფება „ალტ-ინფოს“ ორგანიზებით, აქცია იმართება, სადაც წმინდა მატრონას ხატისთვის საღებავის შესხმას აპროტესტებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics