19:34 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-09 23:39:15, 976 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გეი პრემირ-მინისტრი ჰყავს

მინისტრთა კაბინეტის სადავეები საფრანგეთის ახალმა პრემიერმა აიღო. პარიზში გამართული ცერემონიის დროს გაბრიელ ატალმა შეცვალა ელიზაბეტ ბორნი. გაბრიელ ატტალი, 34 წლის, ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია ქვეყნის ისტორიაში და პირველი ღიად გეი მამაკაცი. მან პირობა დადო, რომ უპირატესობას ახალგაზრდობას მიანიჭებდა.

"ამაზე საუბრობდნენ ბოლო საათებში, მე წავიკითხე და მოვისმინე: რესპუბლიკის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი ისტორიაში ნიშნავს ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ მინისტრს ისტორიაში. მე მინდა ვნახო ამაში მხოლოდ სიმამაცისა და მოძრაობის სიმბოლო. ეს არის ასევე ახალგაზრდებისადმი ნდობის სიმბოლო, თაობა, რომელიც იმსახურებს ბრძოლას შეუსვენებლად." -აღნიშნა ატალმა.

ანალიტიკოსები პრეზიდენტ მაკრონის მიერ მთავრობის მეთაურის შეცვლას განიხილავენ, როგორც მცდელობას, დაუპირისპირდეს ულტრამემარჯვენეებს საფრანგეთში, რომელიც პოპულარობას იძენს ივნისის ევროპარლამენტის არჩევნების წინ. ემანუელ მაკრონი იმედოვნებს, რომ ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი დაეხმარება მას შემდგომი პოლიტიკური რეფორმების გატარებაში მისი პრეზიდენტობის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.
ატალი, მაკრონის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა და მრავალი ექსპერტის აზრით, მას პრეზიდენტობის პოტენციურ მემკვიდრედ მიიჩნევენ.

ატალი სამოქალაქო ქორწინებაში ცხოვრობს სტეფან სეჟურნესთან, ევროპარლამენტის წევრთან მაკრონისტური პარტიიდან "რესპუბლიკა მარშით!" (ახლა - "რენესანსი"). 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics