|
2024-01-08 15:36:01, 899 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - ჩვეულებრივი სეზონური ვირუსებია - პანიკის საფუძველი არ არსებობს
ეს ჩვეულებრივი სეზონური ვირუსებია, არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს,- აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. აზარაშვილმა მოსახლეობას უფასო სეზონური გრიპის ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. “სახელმწიფომ სეზონური გრიპის ვაქცინა ჯერ კიდევ შემოდგომაზე შემოიტანა და სამინისტრომ სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიით არაერთხელ მოუწოდა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ. ვაქცინა მარაგშია და ყველა მსურველს შეუძლია, უფასოდ აიცრას. ეს ჩვეულებრივი სეზონური ვირუსებია, რომელიც გარკვეულ პიკურ მაჩვენებელს, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში იანვრის თვეში აღწევს. ვირუსი ძირითადად ბავშვებშია გამოხატული. მინდა, მოსახლეობა დავამშვიდო და ვუთხრა, რომ არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებს, კლინიკები არაა გადავსებული და არც ამის საშიშროება არ არსებობს",- განაცხადა აზარაშვილმა.
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)