20:58 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-06 11:55:08, 864 ნახვა

მსოფლიო
ამერიკელ პროკურორებს შეეძლებათ კორუფციაში უცხო ქვეყნის მთავრობა დაადანაშაულონ

კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ხელმოწერილი ახალი საკანონმდებლო აქტი კორუფციის წინააღმდეგ საერთაშორისო ძალისხმევას გააძლიერებს.

აქტით, რომელიც ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ნაწილია, ამერიკას შეეძლება ფედერალური ბრალი წაუყენოს და სისხლის სამართლის კანონმდებლობით გაასამართლოს ის უცხო ქვეყნის მთავრობები ან მათი წევრები, ვინც შესთავაზებს ან მიიღებს ქრთამს ამერიკული კომპანიებისგან.

კანონი, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი დეკემბერში მოაწერა, სამოქალაქო აქტივისტების აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი საშუალება იქნება სხვა რეგულაციების აღსასრულებლადაც და საერთაშორისო მასშტაბის კორუფციის შესაზღუდად.

ამერიკის მთავრობა ხშირად უყენებს ბრალს იმ ამერიკულ კომპანიებს, რომელთაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ კორუფციულ ქმედებებში ადანაშაულებენ. თუმცა ამ დრომდე შეუძლებელი იყო იმ ოფიციალური პირების დასჯა, რომლებიც ან ითხოვენ ან იღებენ ქრთამს.

სამართლის ექსპერტები ამბობენ, რომ როცა საქმე ტრანს-სასაზღვრო კორუფციას ეხება, ყველა პროცესში ორი მხარე მონაწილეობს-"მიმწოდებელი" - კომპანიები და პირები, რომლებიც მზად არიან ქრთამი გადაიხადონ, და "მოთხოვნის" მხარე, რომელსაც უცხო ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები შეადგენენ და ვინც ითხოვს ან იღებს ქრთამს. ახალი აქტი გამორჩეული და ახალია იმით, რომ ის კონკრეტულად "მოთხოვნის" ნაწილის კრიმინალიზებას ახდენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics