20:57 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-04 17:18:08, 1276 ნახვა

მსოფლიო
პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უკრაინის ომში მონაწილე უცხოელ დაქირავებულებს რუსეთის მოქალაქეობას ანიჭებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უკრაინის ომში მონაწილე უცხოელ დაქირავებულებს რუსეთის მოქალაქეობას ანიჭებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს, განკარგულება კი შესაბამის პორტალზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ოჯახის წევრებთან ერთად უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდებიან, რუსეთის მოქალაქეობის მიღებას შეძლებენ.

განკარგულების მიხედვითვე, მოქალაქეობის მიღებისთვის კი რუსეთის თავდაცვის დეპარტამენტთან, ხელშეკრულება მინიმუმ ერთი წლით უნდა გაფორმდეს.

გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინმა უფლება მისცა უკრაინის, ერაყის, სირიის, ავღანეთისა და იემენის მოქალაქეებს, მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით.

აღშანიშნავია, რომ ახალი წესები არ მოითხოვს რუსული ენის ცოდნას, ისტორიის შესწავლას, კანონმდებლობას და არ მოითხოვს რუსეთში 5 წლიან ცხოვრებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics