22:14 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-29 17:13:57, 807 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის უფროსმა უწყების წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ უწყების 80 თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობის სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, უკვე რამდენიმე წელია ღონისძიებას ახალი ნომინაცია „წლის საუკეთესო გუნდი“ დაემატა , რომელიც  2024 წელს ანალიტიკური დეპარტამენტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის თანამშრომელთა  გუნდს გადაეცა, ერთობლივი წარმატებული პროექტისთვის სახელწოდებით - „გადასახადის გადამხდელთა ქცევის რეიტინგი“.

„უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ დამდეგ ახალ 2024 წელს და შობის დღესასწაულს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და წარმატებებს. ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა მივიღო დღევანდელი დაჯილდოების ცერემონიაში. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობისთვის და სანიმუშო თანამშრომლობისთვის. სამსახურის თითოეული თანამშრომლის აქტიური ჩართულობითა და ძალისხმევით, სრულად შესრულდა კანონით ნაკისრი ვალდებულებები. გმადლობთ, კეთილსინდისიერებისა და ერთგულებისთვის“, - აღნიშნა ლევან კაკავამ.

დაჯილდოვების ცერემონიას შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, პაატა კილაძე და  მოადგილეები, ირაკლი შარტავა,  ვლადიმერ ხუნდაძე, ლევან წითელაშვილი, ასევე სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics