22:20 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-28 22:23:03, 798 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტუსკი კიევში ვიზიტს გეგმავს

პოლონეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა საზღვარზე პოლონელი გადამზიდველების პროტესტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ის უკრაინაში ვიზიტს გეგმავს.

ტუსკის თქმით, ომის გამო ვითარება დრამატულია, თუმცა მანვე აღნიშნა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რაც შესაძლებელია, რათა პოლონელ გადამზიდველებს ცხოვრება გაუმარტივოს.

„ცოტა უხერხულია ამაზე ლაპარაკი, რადგან ვიცი სიტუაცია, რომელშიც იმყოფება პრეზიდენტი ზელენსკი და მთელი უკრაინა. არასწორია კიევში ჩასვლა და მთელი ვიზიტის პოლონეთის ტრანსპორტის საკითხებისთვის მიძღვნა. მაგრამ ამ ვიზიტს ისე მოვამზადებთ, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან ჩემი შეხვედრის დროს გასაგები იყოს, რისი მიღწევა გვსურს", - განაცხადა ტუსკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics