23:25 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-28 11:41:27, 592 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო - გვარდიელებმა თურქეთის რესპუბლიკაში გამართულ სამმხრივ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

​საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ანკარაში ბუნებრივი სტიქიების დროს ძებნა-გადარჩენის სწავლება DAK-23 ჩატარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ერთკვირიან ტაქტიკური დონის სწავლებაში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედროები თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობდნენ.

„სამმხრივი სწავლება შესაძლო სტიქიური კატასტროფების დროს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ძებნა-გადარჩენის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის, კოორდინაციისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას ისახავდა მიზნად. სიმულაციური სცენარის მიხედვით სწავლებაში მიწისძვრის დროს ძებნა-გადარჩენის ოპერაციები გათამაშდა.

სამხედროებს სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით ნანგრევებიდან დაშავებულების გამოყვანა, სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით დაშავებულის ევაკუაცია და ძაღლების დახმარებით ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნა-გადარჩენა მოუწიათ. სწავლება როტაციის მიხედვით ტარდება. მომავალ წელს DAK-23-ს აზერბაიჯანი უმასპინძლებს, შემდეგ კი - საქართველო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics