03:11 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-22 12:31:56, 762 ნახვა

საზოგადოება
პაპუაშვილი - პრაღაში მომხდარმა სროლამ შეგვძრა - სამძიმარს ვუცხადებ ჩეხეთის რესპუბლიკის მოსახლეობას

პრაღაში მომხდარმა სროლამ ღრმად შეგვძრა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს.

პაპუაშვილი სამძიმარს უცხადებს ჩეხეთის მოსახლეობას და დაღუპულთა ოჯახებს.

„პრაღაში მომხდარმა სროლამ ღრმად შეგვძრა. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მარკეტა პეკაროვა-ადამოვას, მილოშ ვისტრჩილს, ჩეხეთის რესპუბლიკის მოსახლეობას და ოჯახებს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ რთულ პერიოდში ჩვენ ვდგავართ ჩეხეთის გვერდით”, - წერს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ, 21 დეკემბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 25 პირი, მათ შორის 10-ის მდგომარეობა მძიმეა.

23 დეკემბერი ჩეხეთში ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics