02:01 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-20 11:10:36, 1005 ნახვა

მსოფლიო
სი ძინპინი - ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება სტრატეგიული არჩევანია

რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი პეკინში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას France-24 ავრცელებს.

როგორც გამოცემა ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელზე CCTV-ზე დაყრდნობით იტყობინება, შეხვედრისას სი ძინპინმა მიშუსტინს უთხრა, რომ რუსეთთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნება "სტრატეგიული არჩევანია".

"ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება ორივე მხარის მიერ გაკეთებული სტრატეგიული არჩევანია, რომელიც ეფუძნება ორი ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებს",- განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.

სი ძინპინმა ასევე თქვა, რომ ქვეყნებმა "უწყვეტად უნდა გააძლიერონ მაღალი დონის პოლიტიკური კავშირების დადებითი ეფექტი და გააღრმაონ თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკისა თუ სხვა სფეროებში". 

France-24-ის ცნობით, თავის მხრივ, მიშუსტინმა მის კოლეგასთან, პრემიერ ლი ჩიანგთან დისკუსიის დროს განაცხადა, რომ მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობამ "ყველა დროის მაქსიმუმს" მიაღწია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics